პრეზიდენტი: ამ ღამეს რუსული რეჟიმი თბილისში სამსახურს დაუბრუნდა

08.12.24 01:29
პრეზიდენტი: ამ ღამეს რუსული რეჟიმი თბილისში სამსახურს დაუბრუნდა

ამ ღამეს რუსული რეჟიმი თბილისში სამსახურს დაუბრუნდა– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ზურაბიშვილის თქმით, პოლიტიკოსებს, მედიას, ხელოვანებს, მოქალაქეებს ქუჩაში დასდევენ და თავს ესხმიან. 

„ტერორი საქართველოში: ამ ღამეს რუსული რეჟიმი თბილისში სამსახურს დაუბრუნდა – დასდევენ ქუჩებში მოქალაქეებს, რომლებიც ტერორს გაურბიან, ესხმიან თავს პოლიტიკოსებს, მედიას, ხელოვანებს… ამტვრევენ ოპოზიციის ოფისების კარებს რეიდების მოსაწყობად და იქ მყოფი პოლიტიკოსებს სასტიკად უსწორდებიან“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.

ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.