სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში, ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა.
ინფორმაციას და ფოტოს პრეზიდენტი X-ზე აქვეყნებს.
სიღრმისეული დისკუსია პრეზიდენტებთან, ქართველი ხალხს ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს - აღნიშნავს საქართველოს მათავარსარდალი.
"სიღრმისეული დისკუსია პრეზიდენტებთან ტრამპთან და მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები" - წერს ზურაბიშვილი X-ზე.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი ილონ მასკს შეხვდა
"შესანიშნავი [აზრების] გაცვლა ილონ მასკთან საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. მოუთმენლად ველი მას ჩვენს ქვეყანაში" | დაწერა პრეზიდენტმა X-ზე