კარლო კაციტაძის უწყების პირობა: კამერის ჩანაწერებს დღესვე ამოვიღებთ

08.12.24 02:20
კარლო კაციტაძის უწყების პირობა: კამერის ჩანაწერებს დღესვე ამოვიღებთ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის 3 გამომძიებელი „ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ადგილზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა. 

ჟურნალისტის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, გამომძიებელმა პირდაპირ ეთერში გასცა პირობა, რომ კარლო კაციტაძის უწყება თავადასხმის ადგილიდან და მიმდებარე ტეროტპრიებზე დამონტაჟებული კამერებიდან კადრებს ამოიღებენ. 

უწყებამ  „ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამ დროისთვის არ იმყოფებიან. 

 "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს თავს ბესიკის ქუჩაზე, პირდაპირ ეთერში დაესხნენ.

ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. 

გადამღები ჯგუფი ბესიკის ქუჩაზე მას შემდეგ ავიდა, რაც მათ შეიტყვეს, რომ ამ ტერიტორიაზე უცნობი პირები ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.