"აბსურდული მტკიცებულებებია" - ელისაშვილის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა
ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა პირველი ინსტანციის სასმაართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა. ამის მიუხედავად, ინტერსების დამცველს არ აქვს მოლოდინი, რომ მეორე ინსტანცია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტულებას შეცვლის, რადგან ფიქრობს, რომ სასამართლო მიკერძებულია და „ქართული ოცნება“ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აქტიურიბის გამო სჯის.
აღნიშნული სასამართლოს განჩინება არის საერთოდ დაუსაბუთებელი. არის პოლიტიკურად მოტივირებული. სასამართლომ და პროკურატურამ პოლიტიკური ნიშნით გაასამართლა ალეკო ელისაშვილი. პირველი კურსის სტუდენტიც კი მიხვდებოდა,რ ომ აღნიშნულ შემთხვევაში დამნაშავე ალეკო ელისაშვილის არ იყო, თუ ვინმე უნდა დასჯილიყო, ის მეორე მხარე, ალი ბაბაევი, ცნობილი „ქართული ოცნების“ ტიტუშკა უნდა ყოფილიყო. არის აბსურდული მტკიცებულებები. მთავარი მტკიცებულება, რომელიც არის, ვიდეოჩანაწერი. იქ ნათლად ჩანს, რომ ალე ელისაშვილი მალევე ცდილობს, განმუხტოს კონფლიქტი, ერიდება შემთხვევის ადგილს და როდესაც ის 10 მეტრს გაივლის, რკინის ჯოხით მისდევს ალი ბაბაევი. ალეკო ელისაშვილის აუცილებელი მოგერიების ფარგლებშ მოქმედებდა, - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი „ქორთიად მარიოტთან“ 4 დეკემბერს დააკავეს.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგასხენებთ, რომ ალეკო ელისაშვილზე რუსეთს ძებნა აქვს გამოცხადებული.