კობახიძემ მედიაზე თავდასხმას "პროვოკაცია" უწოდა

08.12.24 14:54
კობახიძემ მედიაზე თავდასხმას "პროვოკაცია" უწოდა

ირაკლი კობახიძე გუშინ "ტვ პირველის" გადამრებ ჯგუფზე თავდასხმას პროვოკაცია უწოდა. "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ კონკრეტულ პირებს ვიტარების განზრახ დაძაბვა სურდათ. 

ამასტან, კობახიძე ირწმუნება, რომ მომხდარი სათანადოდ იქნება გამოძიებული. 

პირველ რიგში, მინდა გავაკეთო განცხადება მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ერთმნიშვნელოვნად, ეს არის პროვოკაცია, რომლის ერთადერთი მიზანიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. ამ დანაშაულის გამოძიება არის დაწყებული და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დამნაშავე რაც შეიძლება მალე გამოვლინდება. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამართავს ბრიფინგს, სადაც დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელსაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიადგა. ასეთი ფაქტები ხელს აძლევს მხოლოდ რადიკალებს, რომელთა მთავარი მიზანი არის ვითარების ხელოვნურად დაძაბვა ჩვენს ქვეყანაში და დედაქალაქში, - განაცხადა პრემიერმა.