"შეწყვიტეთ მედიაზე თავდასხმები, დაისაჯონ მოძალადეები" - მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ
მედია ტერორის და რეპრესიების წინააღმდეგ - ძალადობრივი დაჯგუფების მიერ ნაცემი ჟურნალისტების, მაკა ჩიხლაძის და გიორგი შეწირულის მხარდასაჭერი აქციები ამ წუთებში ოთხ ქალაქში იწყება. პროტესტია თბილისშიც და რეგიონებშიც. ჟურნალისტები მოუწოდებენ ივანიშვილის პარტიას, შეწყვიტონ მედიაზე თავდასხმები და ძალადობის წახალისება, ცემის ფაქტები კი გამოიძიონ და ციხეში გაუშვას თავმდასხმელები, რომლებიც გუშინ თბილისის ცენტრში დაუდნდობელი მეთოდებით გაუსწორდნენ შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს.
მედიის წარმოამდგენლები ამბოენ, რომ ხელისუფლებას არ აქვს ნება, მსგავსი ძალადობები გამოიძიოს.
უპირველს ყოვლისა, ეს არის ადამიანის პოზიცია. ამას არ სჭირდება პროფესია, ამას არ სჭირდება არაფერი... სხვა შეფასება შეუძლებელია მისცე იმას, რაც ხდება. ეს არის ძალადობა, ამორალური საქციელი, ეს არის უკანონობა. ეს არის შემაძრწუნებელი, კანონდარღვევაა, ამას სჭირება რეაგირება. ჩვენ არაერთი სამართალდარღვევა ვნახეთ, მაგრამ სამართლებრივი რეაგირება ძალიან ცოტაა. ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციით, რომ იყოს ნება, იქნება საქმეც. რომ არ არის ნება, არ არის რეაგირებაც, - ამბობს საზმაუს ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.
"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.
ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.