პრემიერის ზრდილობა: "გაჩუმდი, ნუ ტლიკინებ"

08.12.24 15:53
პრემიერის ზრდილობა: "გაჩუმდი, ნუ ტლიკინებ"

"გაჩუმდით, თორემ გაგაძევებთ, ნუ ტლიკინებ" - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ BMG-ის ჟურნალისტ თელარა გერანტიას, რომელმაც მას ჰკითხა, რატომ არ გმობს იმ ძალადობას, რომელიც გუშინ ტვ პირველის გადამღები ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელდა  და როგორ უნდა დაიცვან ჟურნალისტებმა თავი მსგავსი თავდამსხმებისგან. 

პრემიერი ჟურნალისტის ამ კითხვამ, როგორც ჩანს, გააღიზიანა და მედიის წარმომადგენელი ბრიფინგიდან გააძევა. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.

ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.