ჟურნალისტმა ლევან მორჩიაშვილმა ტელეკომპანია "იმედი" დატოვა

08.12.24 16:58
ჟურნალისტმა ლევან მორჩიაშვილმა ტელეკომპანია "იმედი" დატოვა

ჟურნალისტმა ლევან მორჩიაშვილმა ტელეკომპანია "იმედი" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს გუშინ ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. ~

მომხდარის შემდეგ, უკვე დღეს, მედიის წარმომადგენლები ქუჩაში გავიდნენ. მედიის წარმომადგენლებმა მაკა ჩიხლაძეს და გიორგი შეწირულს ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, მომხდარი გამოიძიოს და დამნაშავეები დასაჯოს.