ჩემს კორპუსთან პოლიციაა მოსული, საბუთის გარეშე კამერებზე წვდომას ითხოვენ - ზურა ჯაფარიძე

08.12.24 18:50
ჩემს კორპუსთან პოლიციაა მოსული, საბუთის გარეშე კამერებზე წვდომას ითხოვენ - ზურა ჯაფარიძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარდიძის სახლთან პოლიციაა.  ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამართალდამცველები სათვალთვალო კმარებეზე წვდომას ითხოვენ. 

ამ წუთას ჩემს კორპუსთან არის მოსული ‘პოლიცია’. ყოველგვარი წინაპირობის ან საბუთის გარეშე ითხოვენ პერიმეტრზე არსებულ კამერებზე წვდომას.

(არ ვარ სახლში, მეზობლისგან გავიგე), - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.