რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - მოთხოვნებს ჟურნალისტებზე თავდამსხმელების დასჯაც დაემატა

08.12.24 20:03
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა -  მოთხოვნებს ჟურნალისტებზე თავდამსხმელების დასჯაც დაემატა

რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. ხალხი ისევ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვს. მოთხოვნებს ჟურნალისტებზე თავდამსხმელების დასჯაც დაემატა. მუქარის და ცემის მიუხედავად, დედაქალაქის მთავარ გამზირზე პროტესტის მეთერთმეტე დღეს, რეკორდულად ბევრი ადამიანი გამოვიდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ არაფრის ეშინიათ და ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ. 

ის, რაც მოხდა გუშინ, ეს იყო ალბათ ბოლო წერტილი იმისა, რომ ყველა ჟურნალისტმა გადადო ამ წუთას კამერა, მიკროფონი თუ ყველა საშუალება და გავერთიანდი, სწორედ ადამიანის, ჟურნალისტის დასაცავად. შეუძლებელია რასაც ვუყურებთ, გუშინ მაკა ჩიხლაძესთანდ ა გიორგი შეწირულთან დაკავშირებით, მანამდე გურამ როგავასთან დაკავშირებით. ეს არ არის ერთი და ორი წლის ამბავი, ეს არის დაგროვილი ცუდი ენერგია და პროპაგანდის ძალიან ცუდი მიმართულება, რამაც გამოიწვია ბოლოს ასეთი თავდასხმა და სიცოცხლისთვის საშიში მოქმედებების განხორციელება, - ამბობს ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი.

ძალადობს საქართველოს რუსული ხელისუფლება თავისუფალი ნების მქონე ადამიანებზე, მოქალაქეებს, რმოლებიც ორიენტირებულნი არიან მომავალზე, და ამ ძალადობსა არ ასრულებს, იმიტომ, რომ იცის, რომ ძალიან დიდია, სერიოზულია შეკვეთა რუსეთის მხრიდან, უშუალოდ იმპერიის დედაქალაქის მიერ. ივანიშვილის არის პირდაპირი წარმომადგენელი მათი. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ ჩაახშოს თავსისუფალი სიტყვა, - ამბობს ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.