სათამაშოების ნაცვლად ნაწამები ადამიანების ფოტოები ნაძვის ხეზე - პროტესტი თბილისში
ნაცემი ჟურნალისტების და აქტივისტების ფოტოებით მორთული ნაძვის ხე - პარლამენტის შენობის წინ მდგარი საახალწლო სიმბოლო სადღესასწაულოდ არ გამოიყურება. სათამაშოების ნაცვლად იქ ახლაც საპროტესტო გზავნილები და "ოცნების" მიერ დასისხლიანებული ადამიანების ფოტოებია გამოკრული.
ჟურნალისტების დაწყებულ აქციას რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებსა და ნაძვის ხეს შორის რამდენიმე საათი პოლიცია იდგა. გომელაურის უწყების 50-მდე თანამშრომელმა რკინის კონსტრუქციის ნაძვის ხეს ჯერ წრე შემოარტყა, შემდეგ კი ცოცხალი ჯაჭვი გაუკეთა.
ამ წუთებში მოქალაქეები ნაძვის ხეზე საპროტესტოს ბანერებს ტოვებენ.
ამ ხელისუფლების არაფერი მომწონს. მიტინგებზეც დავდივარ, არცერთ მიტინგს არ ვაცდენ, ვუდგავარ ჩემს ქვეყანას გვედით და ჩემს ახალ თაობას. ძალიან მომეწონა, რომ ნაძვის ხის მორთვის საშუალება არ მისცეს მომიტინგეებმა და სათამაშოების მაგივრად გამოფინეს იმ ახალგაზრდების ფოტოები, რომელიც აწამეს და სცემეს ამ ჯაალთებმა, - ამბობს მოქალაქე.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.