დიუსელდორფში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს
დღეს, გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს - ემიგრანტები საქართველოსში მიმდინარე პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ და "არალეგიტიმური ხელსიუფლების გადადგომას" მოითხოვენ.
"ყველგან პოლიცია, არსად სამართალი" - წერია ბანერზე რომელის ემიგრანტებმა აქციაზე მიიტანეს.
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. მოთხოვნებს ჟურნალისტებზე თავდამსხმელების დასჯაც დაემატა.