გომელაურის უწყება: აქციების ფარგლებში ჯამში 400-ზე მეტი პირია დაკავებული

08.12.24 21:30
გომელაურის უწყება: აქციების ფარგლებში ჯამში 400-ზე მეტი პირია დაკავებული

28 ნოემბრიდან დღემდე, საპროტესტო აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით პასუხისგებაში მისცეს 30-ზე მეტი პირი - განცხადება ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. 

ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და საქმისწარმოება დაწყებულია 372 პირის მიმართ, საიდანაც 62 პირის მიმართ უკვე გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო 100-ზე მეტი პირის მიმართ ჯარიმა, როგორც სახდელის სახე. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებში, პოლიცია გააკეთებს ყველაფერს, რათა დაიცვას თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის შეკრება-მანიფესტაციის უფლება" - თქვა დარახველიძემ ბრიფინგზე.

ფოტო: aprili.media