პუტინის მიერ ხელდასმული რეჟიმი საქართველოში მარცხდება - ზვიად კვარაცხელია

08.12.24 22:38
პუტინის მიერ ხელდასმული რეჟიმი საქართველოში მარცხდება - ზვიად კვარაცხელია

პუტინის მიერ ხელდასმული რეჟიმი საქართველოში მარცხდება - ამის შესახებ მწერალმა, ზვიად კვარაცხელიამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, დღევანდელი აქცია, ერთგვარი სოლიდარობის გამოხატილებაა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ოლიგარქის რეჟიმი ულმობლად უსწორდება. 

კვარაცხალის თქმით, "ქართულ ოცნებას" სახელმწიფო მიტაცებული აქვს, თუმცა პროტესტის უპრეცედენტო მასშტაბმა ივანიშვილის გუნდი დაასუსტა: 

ერთიანობა, რომელიც დღეს მთელს საქართველოშია, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ პუტინის მიერ ხელდასმული რეჟიმი საქართველოში მარცხდება, ისევე როგორც დამარცხდა სირიაში. ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია სირიიდან გაქცეული ასადი, სწირედ ასე გაქიცევა საქართველოდან ივანიშვილი. ეს არის ერთგვარი გაფრთხილება ივანიშვილის ხელის ბიჭებისთვის, როგორ შეიძლება ისინი ერთ წამში დაივიწყოს ოლიგარქმა"- თქვა მწერალმა.