კალაძის უწყება აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

08.12.24 23:16
კალაძის უწყება აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს - კობახიძის უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს,  არ ავიდნენ ნაძვის ხის კონსტრუქციაზე, რადგან მერიის ცნობით, პარლამენტის მიმდებარედ ნაძვის ხის კონსტრუქციის მონტაჟი დაასრულებული არ არის და უსაფრთხო არაა.

"მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არავითარ შემთხვევაში არ ავიდნენ აღნიშნულ კონსტრუქციაზე, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დაიწყო და სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება"- ნათქვამია განცხადებაში.