4 პროდასავლური პარტია პარტნიორებს აქციაზე დაკავებულების და დაზარალებულების შესახებ, მტკიცებულებებს წარუდგენს

09.12.24 12:01
4 პროდასავლური პარტია პარტნიორებს აქციაზე დაკავებულების და დაზარალებულების შესახებ, მტკიცებულებებს წარუდგენს

შეიქმნა რეესტრი, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ინფორმაციის შეტანა, რომელიც საქართველოში მიმდინარე საყოველთაო პროტესტისას დაზარალებული/დაკავებული ადამიანების მონაცემებთან ერთად,  მოიცავს იმ დამნაშავეების მონაცემებსაც, რომლებიც არალეგიტიმური ხელისუფლების ბრძანებით ახორციელებენ პროტესტის მონაწილეთა დევნას და ძალადობას, - ამის შესახებ  4 პროდასავლურმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

კოალიცია “ცვლილებისთვის“ წევრის მარიკა არევაძის განცხადებით, “ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმს 400-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დაკავებული, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის მუხლებით.“

ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის მიერ გრძელდება თავისუფალი და მშვიდობიანი მომიტინგეების უფლებების ფუნდამენტური რღვევა. დღეის მონაცემებით, 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, 30 -ზე მეტის სისხლის სამრთლის წესით, უდიდესი მათგანი იყო ფიზუკური ძალადობის მსხვერპლი. ამ ვითარებაში, ჩვენი მხრიდან ხდება ინფორმაციის შეგროვება და დაჩქარებული წესით მზადდება მტკიცებულებები იმისთვის, რომ გაეგზავნოთ საერთაშორისო პარტნიორებს იმისთვის,  რომ აღდგენილი იქნას ფუნდამენტური უფლებები“, - განაცხადა მარიკა არევაძემ.

"ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლის ანა ნაცვლიშვილის თქმით, კონკრეტული მტკიცებულებები ევროპის საბჭოსა და გაეროს ორ შესაბამის ორგანოს დღეს მიეწოდება.

ვინაიდან რუსულმა, თვითმარქვია რეჟიმმა, გააჩერა საქართველოში კანონის და კონსტიტუციის მოქმედება და უმოწყალოდ ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე. ჩადენილია წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთი უმძიმესი ფაქტი. მანამ, სანამ ამ ქვეყანაში კანონი აღარ კანონობს, დღეს მივმართავთ ევროპის საბჭოს და გაეროს ორ შესაბამის ორგანოს, რომელთა მანდატია რეაგირება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე კონკრეტული მტკიცებულებებით, კონკრეტულ დაზარალებულებზე და კონკრეტულ დამნაშავეებზე. თვითმარქვია რეჟიმს არ აქვს ძალა გააჩეროს საერთაშორისო მექანიზმები და სამართალი, ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ ამ მექანიზმებს, რათა დავიცვათ საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლება და მას შემდეგ, რაც ჩატარდება ახალი არჩევნები და აღსდგება ქვეყანაში ქართული კანონის და კონსტიტუციის მოქმედება, თითოეული მოძალადე ქართული მართლმსაჯულების წინაშეც აგებს პასუხს", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.