ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა, რასაც საქართველოში ვხედავთ, ამაზრზენია - პაველ ჰერჩინსკი

09.12.24 15:04
ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა, რასაც საქართველოში ვხედავთ, ამაზრზენია - პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, გასული დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა - "ამაზრზენი და ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან შეუთავსებელია".

ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც ადამიანის უფლებებს საქართველოში და მთელ მსოფლიოში იცავს.

ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც ადამიანის უფლებებს საქართველოში და მთელ მსოფლიოში იცავს. უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა - რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ - არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან. მსგავსი ქმედებების მიმართ არანაირი ტოლერანტობა და დაუსჯელობა არ უნდა იყოს", - განაცხადა ელჩმა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ვიზიტისას.