ბრიუსელი "ოცნების" სანქციებზე მუშაობის, ბრიტანეთი არაღიარებულ მთავრობასთან ყველა პროგრამას წყვეტს, ივანიშვილი შეზღუდვებს აშშ-დანაც უნდა ელოდოს
ევროკავშირის ელჩმა დაადასტურა, რომ ბრიუსელი ქართულ ოცნების სანქციებზე მუშაობის. თბილისის ქუჩებში 12 დღიანი უწყვეტი ძალადობის შემდეგ, ევროპელი დიპლომატი გაოგნებულია იმით, რასაც თბილისის ქუჩებში ხედავს. ბრიუსელი სანქციებს ამზადებს, რომელსაც სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტერიალზე წარადგენენ. ახლა მთავარია, რომ მომზადებულ სანქციებს ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ მხარი დაუწიროს, რადგან დიპლომატი ამბობს, რომ ძალადობაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია.
იქამდე სანამ ევროკავშირი სანქციებზე მუშაობს, გადაწყვეტილება უკვე მიიღო ბრიტანეთმა. გაერთიანებული სამეფო წყვეტს საქართველოს მთავრობისთვის ყველა პროგრამის მხარდაჭერას, ამცირებს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს პოლიტიკურ თანამშრომლობას ივანიშვილის არაღირებულ ხელისუფლებასთან.
ივანიშვილის რეჟიმი სანქციებს ამერიკიდანაც უნდა ელოდოს. შტატების მთავრობამ სანქციები უკვე დააანონსა. ძალადობას, თავის მხრივ, უპასუხოდ არ დატოვებს ევროკავშირიც, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ევროკავშირის ელჩმა დღეს არაღიარებულ ხელისუფლებას მოუწოდა გამოიძიოს ბრუტალური ძალადობის ყველა შემთხვევა და პასუხისგებაში მისცეს ყველა სამართალდამცველი და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი ვინც ხალხს ძალადობს. ჩვენ გვესმის თქვენი, არ დაკარგოთ რწმენა- მიმართავს პაველ ჰერჩინსკი ხალხს.
ტვ პირველზე თავდასხმის გამოუძიებელი საქმე - ინა ცარციძე დეტალებით
მსგავსი სიახლეები
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
კარაფანო, Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სანქციების მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონს რეალურ წინადადებებს შესთავაზებს