,,ენმ"-ს ხელისუფლებაში მისვლა გამორიცხულია - ღარიბაშვილის თავდასხმა ოპოზიციაზე

03.09.21 15:16
,,ენმ"-ს ხელისუფლებაში მისვლა გამორიცხულია - ღარიბაშვილის თავდასხმა ოპოზიციაზე

ქება ბიძინა ივანიშვილს და ისევ წინა ხელისუფლების კრიტიკა - პრემიერი ღარიბაშვილი  ტერიტორიის 20%-ის დაკარგვასა და ოკუპაციაში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს. 

ღარიბაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს.

ჩაგვრის, რეპრესიების, პირდაპირ ხალხის ტერორის და ტერიტორიებს დაკარგვის არაერთი მაგალითი გვახსოვს. ამის მიუხედავად, ასეთი მემკვიდრეობის მქონე პოლიტიკური ძალა ჯერ კიდევ ბედავს და აცხადებს პრეტენზიას არათუ პოლიტიკაში დარჩენაზე, არამედ ხელისუფლებაში მოსვლაზე, რაც გამორიცხულია, რადგან ამას ჩვენ და ქართველი ხალხი არ დავუშვებთ და მეორედ არ დავანგრევინებთ ქვეყანას. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს და დააკარგვინეს ჩვენს ქვეყანას ტერიტორიები: 100-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა. უამრავი უბედურება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას - განაცხადა ღარიბაშვილმა.