"ოცნებას" საჯარო მოხელეების სამსახურიდან გაშვება მარტივად შეეძლება

09.12.24 21:58
"ოცნებას" საჯარო მოხელეების სამსახურიდან გაშვება მარტივად შეეძლება

ერთპარტიული პარლამენტი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას აპირებს - მამუკა მდინარაძის განცხადებით, ცვლილებების შემდეგ, "რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება".

იზოლირებული საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებით საჯარო სექტორი "გაჯანსაღდება".

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება. ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას", - განაცხადა მდინარაძემ.