ერთ საათში შემიძლია, გადავკეტო მთელი ქვეყანა - ირაკლი ღარიბაშვილი

03.09.21 15:37
ერთ საათში შემიძლია, გადავკეტო მთელი ქვეყანა - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ქვეყნის ჩაკეტვა შეუძლებელია - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. 

ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, ერთ საათში შემიძლია, გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ, ეს გამოსავალი არ არის. ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას. ჩამოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა და არჩევანი თავად მოსახლეობამ უნდა გააკეთოს. 

დღეს ქვეყნის ჩაკეტვა შეუძლებელია, ვთქვით, რომ ლოკალური, ცალკეული შეზღუდვები იქნება და არის კიდეც, მთელმა მსოფლიომ იგივე გზა გაიარა,"- აღნიშნა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.