პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია - ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილს კრიტიკული განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ პრეზიდენტს საკმარისი ინფორმაცია არ აქვს.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ გაზვიადებულია შეფასება, თითქოს მთავრობამ ევროკავშირის დახმარებაზე თქვა უარი. ღარიბაშვილის თქმით, საუბარი იყო ვალის აღებაზე.
პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით, მივაწოდებთ ინფორმაციას, თუ რა ვალზეა საუბარი, როგორაა დიფერენცირებული ეს ვალები და როგორ მართავს მთავრობა ამ პროცესს. დიახ ვალია, სესხია. ჩვენ თქვით, რომ ეს ევროკავშირის სესხი აღარ იყო საჭირო" - თქვა ღარიბაშვილმა.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ფულადი დახმარების აუღებლობის გამო ხელისუფლება გააკრიტიკა.