როგორც ჩანს, წესი ხდება, რომ ამ ქვეყანაში დიპლომები არავის არაფერში სჭირდება - პრეზიდენტი

10.12.24 17:59
როგორც ჩანს, წესი ხდება, რომ ამ ქვეყანაში დიპლომები არავის არაფერში სჭირდება - პრეზიდენტი

როგორც ჩანს, წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომები არავის არაფერში სჭირდება - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა.

„კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ყველაფრის ასევე ძლიერი დარღვევაა, ეს არის შსს-ში, გადაწყვეტილება მიღებული, რომ გამარტივდეს ახალი პერსონალის აყვანა ისე, რომ არც დიპლომები მოეთხოვოს. ეს უკვე, როგორც ჩანს, წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომების არავის არაფერში არ სჭირდება. ეს პირდაპირ არის გზა იმისთვის, რომ აიყვანონ ახალი „ტიტუშკები“, სადაც მათ მოძებნიან. ეს არის ნიშანი იმის, რომ რესურსები აღარ ჰყოფნით, რაც ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს და საკუთარი ბრძანებით კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები განსაზღვროს.  

ასევე, შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნება" პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა მიხეილ ყევალშვილი, რომელსაც დიპლომი არ აქვს.