პოლიციის მუნდირი ტიტუშკებისთვის - გომელაური პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებებს ითხოვს
პრეზიდენტმა დღეს ყვლაზე კარგად ახსნა, რისთვის სჭირდება პოლიციაში ახალი თანაშრომლების უკონკურსოდ მიღება ვახტანგ გომელაურს. ხალხი, ვინც ქუჩაში ხალხზე თავდასხმისთვის სამოქალაქო ფორმებში ჩაცმული დადიოდა, ახლა უკვე პოლიციელი გახდება. სალომე ზურბიშვილი დღეს არ მორიდებია მთელი მსოფლიოს გასაგონად ეთქვა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ყველაზე საშიში ზღვარი გადალახა.
არალეგიტიმური პარლამენტი პოლიციის შესახებ კანონს სასწრაფო წესით ცვლის. შედეგად გომელაური მიიღებს უფლებას, ერთპიროვნულად, კონკურსის გარეშე მიიღოს სამსახურში პოლიციელები და თავისივე ბრძანებით განსაზღვროს წესიც და პირობებიიც. ანუ ყველაფერი გომელაურის ხელში იქნება. რატომ?! პოლიციელების ნაწილი უკანონო დავალებებს არ ასრულებს, ამიტომ ისინი სასწრაფოდ უნდა ჩაანაცვლონ და პოლიციელის ფორმა იმ კრიმინალებს მოარგონ, ვინც მოქალაქეებს ქუჩა-ქუჩა დასდევს და უსწორდება.
დღეს ცნობილი ხდება, რომ პოლციას სისტემაში ხალხის შენარჩუნებას დიდი ფულით ცდილობს. მხოლოდ დეკმებერში სამინისტროს ბიუჯეტი 20 მილიონით იზრდება. ეს სავარაუდოდ ის ფულია, რომელიც ხალხის ცემისთვის და დარბევისთვის სპეცრაზმს უნდა მისცენ. არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, ერთი სპეცრაზმელი, ვინც წინა რიგში დგას და ხალხს არბევს, დღეში 2000 ლარს აძლევენ.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.