არც ბრალდებული, არც დაკავებული - მაკა ჩიხლაძეს და გიორგი შეწირულს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ

10.12.24 20:23
არც ბრალდებული, არც დაკავებული - მაკა ჩიხლაძეს და გიორგი შეწირულს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ

 

პრეზიდენტი გაოგნებულია. სუსის დღევანდელი განცხადებით, რომელიც თბილისში გვამებს აანონსებს. სალომე ზურაბიშვილი დღეს არ მორიდებია ოლიგარქის რეჟიმი კრიტიკის ქარცეცხლში გაეტარებინა და ეთქვა, რომ თუ ისინი ხელისუფლებაში დარჩებიან, ქვეყანაში თავისუფლების ყველა ფანჯარა დაიხურება. 

განცხადებაში, რომელიც დღეს სუსმა გაავრცელა, წერია, რომ ისინი გამოძიებენ "ტვ პირველის" ჟურნალისტზე მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე გიორგი შეწირულზე ჯალათების წესებით ანაგარიშსწორების ფაქტს. უკვე მესამე დღეა, რაც ზონდერების ჯგუფის თავდასხმის შედეგად მძიმე დაშავებული ჟურნალისტი და ოპერატორი გამოძიებისგან დაზარალებულის სტატუსს ელოდებიან, თუმცა ეს სტატუსი ამ დრომდე არც მაკა ჩიხლაძისთვის და გიორგი შეწირულისთვის მიუნიჭებიათ. 

რატომ არ ანიჭებენ მაკა ჩიხლაძეს და გიორგი შეწირულს დაზარალებულის სტატუსს? ამ შემთხვევაში კარლო კაციტაძე ვალდებული იქნება, გამოძიების მასალები მათ გადასცეს, სადაც ცხადად გამოჩნდება, რომ გამოძიება რეალრად არ მიმდინარეობს და რეჟიმი ახლა ცდილობს, დამნაშავეებს პასუხისმგებლობა თავიდან აარიდოს. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.