ანა დოლიძე ლევან იოსელიანს: შენნაირი პოლის ტილო სახალხო დამცველი არასოდეს ჰყოლია ამ ქვეყანას

10.12.24 19:41
ანა დოლიძე ლევან იოსელიანს: შენნაირი პოლის ტილო სახალხო დამცველი არასოდეს ჰყოლია ამ ქვეყანას

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სახალხო დამცველს სოციალურ ქსელში მიმართავს და წერს, რომ “მისნაირი პოლის ტილო სახალხო დამცველი არასოდეს ყოლია ამ ქვეყანას.“

“პოლის ტილოების კონკურსშიც მეორე ადგილს მოხვალ, იმდენად არავინ არ ხარ“, - წერს დოლიძე.

ლევან, აქამდე ხმა არ ამომიღია, მეგონა სადღაც გაიღვიძებდა შენში სინდისი, რამე ფორმით ვაჟკაცობა და დავკარგე იმედი: შენნაირი პოლის ტილო სახალხო დამცველი არასოდეს ჰყოლია ამ ქვეყანას. ყველა გჯობდა: დავით სარალიძეც და ნანა დევდარიანიც, და მისი მაგიდის სანათიც კი.
პოლის ტილოების კონკურსშიც მეორე ადგილს მოხვალ, იმდენად არავინ არ ხარ
”, -  წერს ანა დოლიძე