საარჩევნო ბილბორდები სლოგანით "ყველა ავიცრათ"- გამყრელიძის ინიციატივა

03.09.21 17:30
საარჩევნო ბილბორდები სლოგანით "ყველა ავიცრათ"- გამყრელიძის ინიციატივა

ყველა უნდა ავიცრათ - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, საკუთარ საარჩევნო ბილბორდებზე სწორედ აღნიშნული შინაარსის სლოგანები გამოიყენონ. 

გამყრელიძის თქმით, მოწოდება ეხება როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციას. მისი განცხადებით, აცრა გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, ვაქცინაციაზე გადის ქვეყნის განვითარებისა და თავისუფლების მთავარი გზა.

დღეს აცრა არის მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველა ადამიანის ბანერს მივაწერდი, რომ ერთად წავიდეთ და ავიცრათ. ყველა ამ ადამიანს, რომელიც ბანერზეა, ვთხოვდი, რომ ერთ-ერთ ბანერზე საკუთარი აცრის სურათი დადონ და ხალხს აჩვენონ, რომ დღეს მთავარი არის აცრა", - თქვა გამყრელიძემ.