ქართული მედია არის ფანჯარა, რომლითაც ჩვენ და მსოფლიო ჭეშმარიტების მოწმენი ვართ - პრეზიდენტი

10.12.24 23:11
ქართული მედია არის ფანჯარა, რომლითაც ჩვენ და მსოფლიო ჭეშმარიტების მოწმენი ვართ - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა გმირობისთვის და მამაცობისთვის ჟურნალისტები და ტელეოპერატორები დააჯილდოვა.

როგორც ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, “ქართული მედია არის ფანჯარა, რომლითაც ჩვენ და მსოფლიო ჭეშმარიტების მოწმენი ვართ“.

ქართული მედია არის ფანჯარა, რომლითაც ჩვენ და მსოფლიო ჭეშმარიტების მოწმენი ვართ. თქვენი ძალისხმევის გარეშე მსოფლიო ვერ გაიგებდა, რომ ჩვენი ქვეყანა უსამართლობის წინააღმდეგ დგას. თქვენი თავდადება ფასდაუდებელია და ამიტომაც ჩვენ გაჯილდოვებთ დღეს სამოქალაქო გამბედაობის ჯილდოთი“, - წერს ზურაბშვილი.