ევროკავშირის განადგურება უნგრეთის მთავრობას შიგნიდან, რუსეთს კი გარედან სურს, მათ წარმატებას არ უნდა მიაღწიონ- როთი
გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ოეტერ სიიარტოს მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურს. რუსეთს ევროკავშირის გარედან განადგურება სურს.
უნგრეთის მთავრობას ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურს. რუსეთს ევროკავშირის გარედან განადგურება სურს. მათ წარმატებას არ უნდა მიაღწიონ. სწორედ ამიტომ ახლა გვჭირდება ეროვნული ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე", - წერს როთი.