არ გამოგივათ სკანდალი, ივანიშვილი არ გვაფინანსებს - ღარიბაშვილი

03.09.21 18:14
არ გამოგივათ სკანდალი, ივანიშვილი არ გვაფინანსებს - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ "ქართულ ოცნებას" ბიძინა ივანიშვილი არ აფინანსებს.  

ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა. რა თქმა უნდა, იგი აღარ აფინანსებს ,,ქართულ ოცნებას". ასეთი განზოგადებული საუბარი, რომ აგრძელებს ქართუ ბანკი გადმორიცხვებს, არ გინდათ ეს სპექტაკლები. სკანდალი არ გაქვთ და ვერ ქმნით სკანდალს. იმიტომ რომ კაცმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, გადაწყვიტა წლების წინ უკვე, დატოვა პოლიტიკა, რაც ავტომატურად გულისხმობს და მან ეს განაცხადა კიდევაც, რომ რა თქმა უნდა, დაფინანსებასაც წყვეტს ,,ქართული ოცნებისთვის"- თქვა ღარიბაშვილმა.