სად არის ირაკლი ღარიბაშვილი?

11.12.24 13:14
სად არის ირაკლი ღარიბაშვილი?

სად არის გაუჩინარებული ირაკლი ღარიბაშვილი და რატომ არ ჩნდება საჯაროდ? კითხვაზე პასუხი არალეგიტიმური პარლამენტის წევრებს არ აქვთ. "ოცნების" წევრები ამბობენ, რომ პარტიის თავმჯდომარე ბოლოს, 1 კვირის წინ ნახეს, თუმცა შესაძლო დაპირისპირებაზე არაფერს ამბობენ. 

იმყოფებოდა თუ არა ის პარტიის ოფისში ბოლო პერიოდში  ან დაესწრო თუ არა პოლიტსაბჭოს სხდომას - ამ კითხვებს კი ივანიშვილის გუნდის წევრები არ პასუხობენ. 

ოლიგარქის პარტიაში რომ დიდი დაპირებაა, ამაზე  ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი ბაჩიაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით,  ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში, ტრავმატოლოგიურ განყოფილებაშიც კი იყო მოთავსებული. 

ინფორმაცია, რომ "ქართულ ოცნებაში" ლიდერები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან, აქვს ყოფილ პრემიერ-მინისტრს. განცხადება გიორგი გახარიამ  ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გააკეთა.