სუს-ი პრობლემების შექმნით ემუქრება იმ ხალხს, ვინც სიებში გვყავს - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
,,გირჩი მეტი თავისუფლება"-ს ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, ინფორმაციით, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ურეკავენ და პრობლემების შექმნით ემუქრებიან ყველა იმ პირს, ვინც პარტიას სიებში ჰყავს ჩასმული.
სუსი რეკავს და პრობლემების შექმნით ემუქრება იმ ხალხს, ვინც სიებში გვყავს სხვადასხვა ოლქებში.
რამდენიმემ დაგვირეკა და გვთხოვა სიიდან ამოღება, რადგან არ სურს, რომ პრობლემა შეექმნას სამსახურში ან ზოგადად.
ყველა ამ ადამიანისგან ინდივიდუალური თანხმობა გვაქვს მიღებული სიაში ყოფნაზე გასულ დღეებში.
არცერთი ადამიანი არ დაგვიმატებია სიაში არსებული ბაზებიდან მათი ნებართვის გარეშე,
გასაგები რომ იყოს:
პარტიას სჭირდება სია ყველა საარჩევნო ოლქში ცალ-ცალკე. სიის არარსებობის შემთხვევაში, პარტია ვერ იღებს ხმას + იკარგება ოპოზიციური პარტიული ხმა + იზრდება ოცნების % ქვეყნის მასშტაბით
არასოდეს აქამდე მაგავსი პრობლემა ჩვენთვის არ შეუქმნიათ
აშკარად ძალიან შეშინებული არიან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia არ გიშველით, მაინც გაგაუქმებთ - წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.