,,ოცნება" ივანიშვილის ფულის გარეშე - ვინ დააფინანსებს საარჩევნოდ მმართველი პარტიას

03.09.21 20:28
,,ოცნება" ივანიშვილის ფულის გარეშე - ვინ დააფინანსებს  საარჩევნოდ  მმართველი პარტიას

ივანიშვილის ,,ქართუ ბანკმა" ,,ქართული ოცნების" დაფინანსება შეწყვიტა. მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ვეღარ ნახავთ ვერც ივანიშვილის  ოჯახის წევრებს, ვერც მისი  ბანკის თანამშრომლებს და ვერც ივანშვილის კარის ბიზნესმენებს.

არსებობს რამდენიმე ვერსია: ან ივანიშვილი ცდილობს დაგავაჯეროს, რომ პოლიტიკიდან თავის ფულთან ერთად გაუჩინარდა, ან ,,ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, არჩევნები ბიზნესის რეკეტის ხარჯზე გადაატაროს. 

კიდევ ერთი ვერსია  კახა კალაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაწყებული დიდი დაპირისპირებაა. მმართველი პარტიის ყოფილ ბოსს  კალაძის გამარჯვება იმდენად  არ უნდა, რომ  მისთვის ერთ თეთრსაც არ იმეტებს. 

ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა, მმართველ პარტიას მხოლოდ 7 ათასი ჩაურიცხა, დისშვილმა, კახა კობიაშვილმა, რომელმაც წინა არჩევნებზე პარტიას 200 ათასი ჩაურიცხა, წელს,,ოცნება" დაფინანსების გარეშე დატოვა. ანალოგიურად მოიქცა ,,ქართუ ბანკის" მმართველმა, ნატო ხაინდრავამ. თუ მანამდე მან პარტია 320 ათასი ლარი შესწირა, ადგილობრივ არჩევნებზე ხაინდრავას თეთრიც არ გაუღია. 

რატომ აღარ აფინანსებს ივანიშვილი ,,ოცნებას" - აქ რამდენიმე ვერსია იკვეთება, ან ის ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ პოლიტიკაში აღარ ერევა, ან მმართველი პარტიის დაფინასება ბიზნესს გადააბარა. 

,,ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ვარაუდობს, რომ ,,ოცნებას" საარჩევნოდ შავი ფული საკმარისად აქვს.

ფული ყოველთვის ,,ქართულ ოცნებაში" იყო შავი, თუმცა თეთრი ძაფით კერავენ ყველაფერს. რომ აღარ აფინანსებს პარტიას, ეს ფაქტია. ასე ქუჩა-ქუჩა ათი ათასებს არ აგროვებენ, ფული მუდამ ჰქონდა ,,ქართულ ოცნებას", მთავარი იყო ამ ფულის გაწერა, შემოწირულობა ნაკლებად აქვთ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
 

 კახი კალაძე ,,ოცნების" დამფინანსებელთა შორის მუდამ იყო, მაგრამ წელს მან პარტიას მხოლოდ 4 ათასი შესწირა. პირველების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი კალაძესა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, შორის არსებული დაპირიპირებაა. 

ტვ პირველის ინფორმაციით, მხოლოდ აგვისტოში ,,ოცნებას" 4 მილიონი შესწირეს, დამფინანსებელთა შორის აღარაა ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა, თუმცა, სიაში გაჩნდნენ ახალი ბიზნესმენები.