პროტესტი განათლების სამინისტროსთან - სტუდენტებმა "ოცნების" წევრების რუსულენოვანი დიპლომები დაწვეს
პროტესტია ამ წუთებში განათლების სამინისტროსთან - ადგილზე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ და ქართული ოცნების პოლიტიკა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები აქციაზე უკანონოდ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნებისჩატარება მოითხოვეს.
"არა რუსულ დიპლომებს" - სკანდირებენ ახალგაზრდები.
ამასთან, განათლების სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე "ქართული ოცნების" წევრების რუსულენოვანი დიპლომები დაწვეს.