"შვედეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება" - გუსტავ გეტბერგი მესამე სექტორს ხვდება

11.12.24 17:48
"შვედეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება" - გუსტავ გეტბერგი მესამე სექტორს ხვდება

ამ წუთებში შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გეტბერგი მესამე სექტორთან შეხვედრას მართავს. 

  • გუსტავ გეტბერგი ევროკავშირის დელეგაციიდან პირველი წარმომადგენელია, რომელიც საქართველოში უკვე ჩამოვიდა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აუდიენციას აწარმოებს. 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის შეფასებით, შვედი დეპუტატის თბილისში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან მისივე განმარტებით, EU-მ რაც არ უნდა მკაცრი ზომები გაატაროს "ოცნების" მისამართით, ევროკავშირი ქართველ ხალხს გვერდით კვლავ დაუდგება. 

მისი ვიზიტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ის კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას და თანადგომას შვედეთის სახელით ქართველი ხალხის ბრძოლისადმი დემოკრატიის და თავისუფლების გზაზე. ამასთანავე, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შვედეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება. ეს სანქციები პირადად იმ ადამიანებისადმი, განსაკუთრებით, ივანიშვილისა და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ყოველდღიურ ტანჯვას აყენებს მშვიდობიან დემონსტრანტებს.

არჩევნები არ იყო ლეგიტიმური და ამ არჩევნებს არავინ არ აღიარებს საერთაშორისო არენაზე. მეორე ის, რომ აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. მესამე, ახალი არჩევნების დანიშვნაა. ეს არის ჩვენი მთავარი სამი მოთხოვნა და მიზანი, რასაც გვინდა, რომ მთელმა ქვეყანამ მივაღწიოთ", - ამბობს ნინო ევგენიძე. 

ცნობისთვის, ხვალ, 12 დეკემბერს, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს გამართავს. ევროპელი პოლიტიკოსები აუდიენციას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ სპექტრთან და მესამე სექტორთან გამართავს. 

ამ დროისთვის უცნობია, EU-ს 6-კაციანი დელეგაციას დაგეგმილი აქვს თუ არა "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრა. 

მსგავსი სიახლეები