აბასთუმნის ისტორიული ობსერვატორია საფრთხის ქვეშაა - ისტორულ ძეგლებს ივანიშვილის სასტუმრო ანაცვლებს

03.09.21 20:15
აბასთუმნის ისტორიული ობსერვატორია საფრთხის ქვეშაა - ისტორულ ძეგლებს ივანიშვილის სასტუმრო ანაცვლებს

აბასთუმნის ისტორიული ობსერვატორია ოლიგარქის ბიზნეს ინტერესებს ეწირება - პირველად ობსერვატორიის არსებობის ისტორიაში, ისინი სამეცნიერო კვლევებს ვეღარ ატარებენ.

ირკვევა, რომ ისტორიულ ძეგლებს ივანიშვილის სასტუმრო ანაცვლებს, შესაბამისად, ივანიშვილის ინტერესს უდიდესი საკურორტო ზონა ეწირება. 

უფრო კონკრეტულად, ყანობილის მთაზე, აბასთუმნის ობსერვატორიიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, გლაზენაპის კოშკი მოხსნეს მის ნაცვლად ახლა სასტუმრო შენდება. კოშკი რომელიც უძრავი ძეგლი იყო დაშალეს და სხვაგან გადაიტანეს.

აბასთუმნით ივანიშვილი ორი წლის წინ დაინტერესდა. ობსერვატორიის თანამშრომლების ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ საფრთხე რეალურია რადგან ისინი მსოფლიო მნიშვნელობის კვლევებში მონაწილეობენ მათ შორის ნასასთან ერთად ვეღარ შეძლებენ, თუმცა ობსსერვატორიის დირექოტირი ივანიშივლთან დაპირისპირებას ერიდება.

ივანიშვილის რეზიდენციასთან თემის გასარკვევად ჩასულ "პირველების" კამერის გამოჩენას სრული პანიკა მოჰყვა. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ოლიგარქი აბასთუმანში იმყოფება, ივანიშვილმა აქ მთელი ზაფხული ოჯახთან ერთად გაატარა. 

ადგილობრვები "პირველებთან" აცხადებენ, რომ ივანიშვილი უშუალოდ აკვირდებოდა როგორ მიმდინარეობს რომანოვების სასახლის - ანუ ბიძინა ივანიშვილის მუდმივი საცხოვრებელის მშენებლობა.