ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები გაათავისუფლეს

11.12.24 20:49
ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები გაათავისუფლეს

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის დაკავებული წევრები გაათავისუფლეს - ამის შესახებ იგორ ნარმანია სოციალურ ქსელში წერს

ჩვენი თანამებრძოლები, საბა ბირკაია და ირაკლი არდია თავისუფლებაზე არიან. მალე ვახოც ჩვენთან იქნება. ბრძოლა გრძელდება" - წერს იგორ ნარმანია.

ცნობისთვის, ახალგაზრდებს ხელბორკილები 4 დეკემბერს დაადეს. მათ დაკავებამდე კი სამართალდამცველები ორგანიზაციის ოფისში შეიჭრნენ და იქაურობა გაჩხრიკეს. 

მსგავსი სიახლეები