აშშ-ს აქვს შესაძლებლობა, შემოიღოს სანქციები ივანიშვილის, კობახიძისა და "ოცნების" სხვა ლიდერების წინააღმდეგ - იან კელი და დევიდ კრამერი
საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი, დევიდ კრამერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ამერიკელი დიპლომატები წერენ, რომ "საქართველოზე ნებისმიერი სანქციების გამოცხადება, რომელიც ივანიშვილს არ მოიცავს, უდიდესი შეცდომა იქნება", რადგან მათივე განმარტებით, ერთადერთი, რისიც ივანიშვილს ეშინია, სწორედ სანქციებია.
იან კელი და ჯორჯ ბუში მიიჩნევენ, რომ "გლობალური მაგნიტსკის აქტისა" და დაკავშირებული ორგანოების მეშვეობით, აშშ-ის მთავრობას აქვს შესაძლებლობა, შემოიღოს სანქციები ივანიშვილის, კობახიძისა და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერი ფიგურების წინააღმდეგ.
საქართველოზე ნებისმიერი სანქციების გამოცხადება, რომელიც ივანიშვილს არ მოიცავს, უდიდესი შეცდომა იქნება. მას მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რაც საქართველოში ბოლო წლებში არასწორად წარიმართა.
ივანიშვილს დასანქცირების ეშინია; მას არ სურს დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებზე წვდომის დაკარგვა, ასევე, მას არ სურს სტიგმა, რაც გამოყოფას მოჰყვება.
"გლობალური მაგნიტსკის აქტისა" და დაკავშირებული ორგანოების მეშვეობით, აშშ-ის მთავრობას აქვს შესაძლებლობა შემოიღოს სანქციები ივანიშვილის, კობახიძისა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერი ფიგურების წინააღმდეგ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის (რაც მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევასაც მოიცავს), და კორუფციისთვის. “გლობალური მაგნიტსკის აქტის” ფარგლებში სანქციებმა შეიძლება მოიცვას შეერთებულ შტატებში მგზავრობისთვის ვიზების უარყოფა და “განსაზღვრული პირების აშშ-ის იურისდიქციაში მთელი საკუთრებისა და საკუთრებაში ინტერესების” დაბლოკვა.
ასევე, სასანქციო სიაში უნდა იყვნენ “ქართული ოცნების” კონტროლის ქვეშ მყოფი პარლამენტის ყველა წევრი, ვინც ხმა მისცა რუსული სტილის კანონმდებლობას, რომელიც სამიზნეში იღებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ისევე როგორც LGBTQ+ საზოგადოებას. მსგავსი ზომების პრეცედენტი შეიძლება იყოს მსგავსი სანქციები, რომლებიც რუსეთის პარლამენტის წევრების წინააღდეგ იქნა შემოღებული 2022 წელს უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ფართომასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერისთვის. და ვაშინგტონმა უნდა გააფრთხილოს პოლიციისა და სამხედრო ოფიცრები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში მონაწილეობენ, რომ “გლობალური მაგნიცკის აქტის” ფარგლებში ისინიც იქნებიან სამიზნეში ამოღებული…
ბაიდენის ადმინისტრაციამ მშვიდობიანი დემონსტრანტებისადმი არაორაზროვანი მხარდაჭერის სიგნალი უნდა გასცეს, რასაც ივანიშვილის დასანქციება იზამს. და ეს მორალური მხარდაჭერა იქნება საგარეო და თავდაცვის სამინისტროებში და სხვაგან 100-ზე მეტი ქართველი ოფიციალური პირისთვის, ვინც მამაცად გადადგა თავისი თანამდებობებიდან იმის პროტესტის ნიშნად, რაც ივანიშვილმა და კობახიძემ გააკეთეს…
პრეზიდენტი ზურაბიშვილი შაბათ-კვირას პარიზში ღვთისმშობლის ტაძრის ხელახლა გახსნაზე პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს ესაუბრა. თუ მიმავალი ადმინისტრაცია ვერ იმოქმედებს, იმედი არსებობს, რომ მომავალი [ადმინისტრაცია] გააკეთებს სწორ რამეს. მაგრამ მანამდე შესაძლოა ძალიან გვიანი აღმოჩნდეს. ბევრი ადამიანი შეიძლება იქნას დაპატიმრებული, დაშავებული, შეიძლება მოკლულიც კი აწმყოდან მაგ მომენტამდე,” - ნათქვამია განცხადებაში.