მორიგი ტრიუკი საკმარისი აღარ იქნება, ხალხი არა პაიკების გადაადგილებას, არამედ რეალურ ცვლილებებს ელოდება - ბოკუჩავა

11.12.24 23:14
მორიგი ტრიუკი საკმარისი აღარ იქნება, ხალხი არა პაიკების გადაადგილებას, არამედ რეალურ ცვლილებებს ელოდება - ბოკუჩავა

ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვების მზაობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ეხმაურება. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ქართველი ხალხისთვის ივანიშვილის "მორიგი ტრიუკი" საკმარისი აღარ იქნება, რადგან მისივე განმარტებით, ხალხი არა "პაიკების გადაადგილებას", არამედ რეალურ ცვლილებებს ელოდება.

ეს მორიგი ტრიუკი დარწმუნებული ვარ, აღარავისთვის იქნება საკმარისი. ხალხი ელოდება რეალურ ცვლილებებს, ხელისუფლების ცვლილებას, რეალურ არჩევნებს, რომლითაც კი არ მოხდება ივანიშვილის პაიკების გადაადგილება, არამედ ისეთი ხელისუფლების არჩევა, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს ნორმალიზების შესაძლებლობას მისცემს და დავიბრუნებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში, თუნდაც ეს რამდენიმე დღეც კი, სერიოზული საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა", - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება

ინფორმაციას რადიო თბილისი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყარო ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტ მაკრონის ზარიც დააჩქარებს.

მსგავსი სიახლეები