ალბათ შევცდი, რომ შევხვდი - გახარია კალაძეზე

03.09.21 21:25
ალბათ შევცდი, რომ შევხვდი - გახარია კალაძეზე

პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერი, მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია, "ტვ პირველის" გადაცემა "პოლიტიკურ ამბებში", თბილისის მოქმედ მერთან, კახა კალაძესთან, შეხვედრაზე პირველ ვრცელ კომენტარს აკეთებს.

გახარიას თქმით, კალაძესთან შეხვედრა და ინფორმაციის მიწოდება, რომ ის მერობისთვის იბრძოლებდა, წარსული ურთიერთობის გამო გადაწყვიტა. 

დღისით, მზისით, დილის 11 საათზე მივედი ღიად მერიაში, 21-ე სართულზე, კალაძესთან, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ გამეფრთხილებინა, რომ დღეს მე გავხდებოდი მისი კონკურენტი და დავაყენებდი ჩემს კანდიდატურას მერობისთვის არჩევნებში ბრძოლის პროცესზე. ეს იყო და ეს, ამის იქით არაფერი არ ყოფილა. ჩემთვის, უბრალოდ, ეს იყო პატივისცემა იმ წლების თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ გვაკავშირდებდა. ეს ჩემი პრინციპია, ეს ჩემი ფასეულობები იყო", - ამბობს გახარია. 

კითხვაზე, ჩააყენა თუ არა საქმის კურსში კახა კალაძე მაშინ, როდესაც გადადგომას აპირებდა, გახარიამ თქვა, რომ არა, თუმცა დაურეკა ბიძინა ივანიშვილს, რათა მას გადადგომის შესახებ ტელევიზორიდან არ გაეგო.

ძაან გული დამწყდა, თუ ეს სიმართლეა, თურმე კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე რისთვის მოვიდა, რა უნდოდაო. ეს ნათქვამი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ალბათ, მართლა შევცდი და ტყუილად მივედი", - ამბობს გიორგი გახარია.