,,ოცნების" არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა ნიკა მელია რეაბილიტირებული გახადა - გიორგი გახარია

03.09.21 21:29
,,ოცნების" არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა ნიკა მელია რეაბილიტირებული გახადა - გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, მიიჩნევს, რომ ,,ოცნების" არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა ,,ნაცმოძრაობის" ლიდერს პოლიტიკური იმუნიტეტი მიანიჭა. გახარია აცხადებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

,,ოცნების" უსუსურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ არათანმიმდევრულად რაღაცას გააკეთებენ და მერე ფიქრობენ, ვის დააბრალონ. ,,ოცნების" ნაბიჯებმა ნიკა მელია, რომელმაც რეალურად შტურმი მიიტანა პარლამენტზე, დღეს არის სრულად რეაბილიტირებული და აღჭურვილი პოლიტიკური იმუნიტეტით, ეს გააკეთა ,,ოცნებამ", რასაც მე ვეწინააღმდეგებოდი ჩემი გადადგომით.

მე მინდა მელიას ჩაჩოჩება მესამე ადგილზე, ოცნების ჩაჩოჩება კი მეორე ადგილზე. დარწმუნებული ვარ, რეალური შანსი მაქვს - განაცხადა გიორგი გახარიამ ტვ პირველზე, გადაცემა ,,პოლიტიკურ ამბებში" სტუმრობისას.