რა შეიძლება გაკეთდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად - ოპოზიციის ლიდერები დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ

12.12.24 13:20
რა შეიძლება გაკეთდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად - ოპოზიციის ლიდერები დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ

სამი პოლიტიკური გაერთიანების - კოალიცია “ცვლილებებისთვის“, კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ და კოალიცია “ეთიანობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავენ.

პოლიტიკოსები მსჯელობენ, რა შეიძლება გაკეთდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და საერთო განცხადებას ამზადებენ გასავრცელებლად.

ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, რომ ოპოზიციის მხრიდან მოხდეს კოორდინაცია.  პირველ შეხვედრაზე შეიქმნა საინფორმაციო ცენტრი, მეორე შეხვედრაზე კი გვექნება საუბარი, რომ დავანახოთ და შევქმნათ ის პროცესი, სადაც გამოჩნდება, რომ გამარჯვებულმა ძალებმა კონკრეტული გეგმები დადოს ნაბიჯ-ნაბიჯ. გარეთ იყოს პროტესტი ძლიერი, იყოს პოლიტიკური პროცესი და დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობა აწყობილი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, მათი მოთხოვნები უცვლელია, რომელიც არ შეიცვლება და ესენია: ყველა პოლიპატიმრის გათავისუფლება, ახალი არჩევნების დანიშვნა ახალი წესებით.

უმთავრესი მოთხოვნაა ხელახალი არჩვენები, რომელსაც დამოუკდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამ წუთებში ერთობლივ განცხადებაზე მუშაობენ, რომელიც აუდიენციის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

მსგავსი სიახლეები