ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში - ოქრიაშვილი

12.12.24 14:21
ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში  - ოქრიაშვილი

ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!“,-  აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი 

მისი თქმით, საქართველოში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ “პრეზიდენტი არის დანიშნული, დასმული და არა არჩეული ხალხის მიერ.“

ოქრიაშვილი ყაველაშვილს მიმართავს და 14 დეკემბრის მოსალოდნელ ესკალაციაზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

“მეშინია, 14 დეკემბრის და ამ დღეს მოსალოდნელი ესკალაციის“, - წერს ოქრიაშვილი.

ახლოვდება დე-ფაქტო, არალეგიტიმური „საპრეზიდენტო არჩევნები“ და მინდა, მოკლედ გამოვხატო ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით. 
საქართველოში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი არის დანიშნული, დასმული და არა არჩეული ხალხის მიერ. ყველა ვხედავთ, რომ ბატონი ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები. 
არ მსურს, ყაველაშვილს პიროვნულად შევეხო. შესაძლოა, ბევრ ადამიანს უყვარს და პატივს სცემს მას, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს, მაგრამ შე კაი ადამიანო, როცა ფეხბურთს თამაშობდი, შტანგისტი რომ შემოეყვანათ გუნდში, საქმეს წაადგებოდა? მოიგებდი იმ მატჩს, შემატებდა ის შტანგისტი რამეს გუნდს?ჰოდა, რომ შემოგთავაზეს პრეზიდენტობა, რატომ დათანხმდი? არ მინდა გეწყინოს, მაგრამ ბატონ ივანიშვილს უარი რატომ არ უთხარი?! მე რომ შემომთავაზონ ფეხბურთელი ან კალათბურთელი იყავიო, უარს ვეტყვი და შენ იგივე რატომ არ გაკეთე?! 
მეშინია, 14 დეკემბრის და ამ დღეს მოსალოდნელი ესკალაციის. 14 რიცხვში მეც ვიქნები საპროტესტო აქციაზე, სადაც ვითარება რომ დაიძაბოს, პასუხისმგებელი შენც იქნები!
"- წერს ოქრიაშვილი. 

მსგავსი სიახლეები