14-ში დაგეგმილი პრეზიდენტის ე.წ. არჩევნები ისეთივე არალეგიტიმურია, როგორც პარლამენტი - ხოშტარია

12.12.24 15:28
14-ში დაგეგმილი პრეზიდენტის ე.წ. არჩევნები ისეთივე არალეგიტიმურია, როგორც პარლამენტი - ხოშტარია

14 დეკემბერს, ერთპარტიულ პარლამენტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურობას კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია არ ანიჭებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ "ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები ზუსტად ისეთივე არალეგიტიმურია, როგორც პარლამენტი".

ხელისუფლების ოპონენტი მიიჩნევს, რომ ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი სალომე ზურაბიშვილია, რომელსაც როგორც საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა გააჩნია.

"ამ კრიზისულ ვითარებაში ჩვენი პარტნიორებისგან ქმედით ნაბიჯებს ველოდებით" - ამბობს ელენე ხოშტარია. 

ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია 14-ში, დილით დაგეგმილი პრეზიდენტის ე.წ. არჩევნების მიმართ, რომელიც ზუსტად ისეთივე არალეგიტიმურია, როგორც პარლამენტი. საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად რჩება სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა. ასევე, ბუნებრივია, ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან ქმედით ნაბიჯებს ამ კრიზისულ ვითარებაში", - ამბობს ელენე ხოშტარია. 

სამი პოლიტიკური გაერთიანების - კოალიცია "ცვლილებებისთვის", კოალიცია "ძლიერი საქართველოს" და კოალიცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დახურულ კარს მიღმა აუდიენცია დასრულდა

შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი კუპრაძემ სამი ოპოზიციური კოალიციის ერთობლივი განცხადება გააჟღერა. ხელისუფლების ოპონენტები "ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ე.წ. პარლამენტში 14 დეკემბერს ჩანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ ცნობენ".

ბარიერგადალახული ოპოზიციური გაერთიანებები მკაფიოდ აცხადებენ, რომ "არალეგიტიმურ პარლამენტს პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება არ გააჩნია, რის გამოც ქვეყნის მთავარსარდლად კვლავ სალომე ზურაბიშვილი რჩება". 

მსგავსი სიახლეები