ჩვენ სოლიდარობის საჩვენებლად ჩამოვედით იმ მისწრაფებებისკენ, რაშიც ქართველები მომავალს ხედავენ - ევროპარლამენტარი

12.12.24 15:49
ჩვენ სოლიდარობის საჩვენებლად ჩამოვედით იმ მისწრაფებებისკენ, რაშიც ქართველები მომავალს ხედავენ - ევროპარლამენტარი

"ჩემი მთავარი მესიჯია, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რენიერ ვან ლანშოტმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ევროპელი პოლიტიკოსის თქმით, EU-ს დელეგაცია საქართველოში ქართველი ხალხისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ჩამოვიდა.

ჩემი მთავარი მესიჯი არის, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი. ქართველი ხალხი ხედავს, რომ მისი მომავალი არის ევროკავშირში. ჩვენ აქ სოლიდარობის საჩვენებლად ჩამოვედით იმ მიზნებისკენ და მისწრაფებებისკენ, რაშიც ხედავენ მათ მომავალს", განაცხადა რენიერ ვან ლანშოტმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები ოპოზიციურ სპექტრს და სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ. ისინი შეხვედრას ასევე გამართავენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან.

დელეგაციაში შედიან:

  • რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
  • მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
  • ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
  • ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
  • ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
  • რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი

მსგავსი სიახლეები