ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ სანქციების თავიდან არიდების საუკეთესო გზა, ქართველი ხალხის ნების გათვალისწინებაა - ევროპარლამენტარი

12.12.24 15:58
ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ სანქციების თავიდან არიდების საუკეთესო გზა, ქართველი ხალხის ნების გათვალისწინებაა - ევროპარლამენტარი

საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული აუდიენციის დასრულების შემდეგ, ევროპარლამენტარმა ტობიას კრემარიმ განაცხადა, "ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ სანქციების თავიდან არიდების საუკეთესო გზა, ქართველი ხალხის ნების გათვალისწინებაა.

ევროპელმა პოლიტიკოსმა მედიასთან საუბრის დროს ისიც აღნიშნა, რომ თუ საქართველოში გარკვეული ძალები დემოკრატიული სტანდარტებისთვის ძირის გამოთხრას გააგრძელებენ, მაშინ EU პროტესტს განსხვავებული ზომებით გამოხატავს. 

სანქციები ყოველთვის ბოლო გამოსავალია. მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს შეუძლია განსაზღვროს თავისი მომავალი, ჩვენთვის ეს ძალიან ნათელია. ევროპელები ამბობენ ხოლმე - გზა ევროპისკენ კარიბჭეა თავისუფლებისაკენ. ქართველებს შეუძლიათ განსაზღვრონ სად წავიდნენ, ამიტომაც ვართ აქ.

თუ საქართველოში ძალები, რომლებიც ძირს უთხრის ხალხის შესაძლებლობებს, დემოკრატიულ სტანდარტებს, ასე გააგრძელებენ, მაშინ ჩვენი პროტესტი განსხვავებული ზომებით გამოიხატება. ჩვენი ნათელი გზავნილია ქართველი ხალხის გვერდით დგომა. ეს არის საკითხი.

სხვა არაფერი, არა კრემლის გადაწყვეტილებები, არა გადაწყვეტილებები, რომელსაც ხელისუფლების ცალკეული პირები აქ იღებენ, არამედ ქართველი ხალხი, რომელიც წყვეტს მის მომავალს და ჩვენ ქუჩებში ვხედავთ, რა სურს ხალხს. თუ სანქციები იქნება აუცილებელი, ისინი დაწესდება. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ სანქციების თავიდან არიდების საუკეთესო გზა, ქართველი ხალხის ნების  გათვალისწინებაა", - განაცხადა ტობიას კრემარიმ.

ცნობისთვის, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები ოპოზიციურ სპექტრს და სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ. ისინი შეხვედრას ასევე გამართავენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან.

დელეგაციაში შედიან:

  • რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
  • მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP),
  • ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
  • ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe)
  • ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი
  • რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი

მსგავსი სიახლეები