ზურაბიშვილის ძალისხმევას, საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე, სრულად ვუჭერთ მხარს - იუკნევიჩიანე
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ დელეგაცია პრეზიდენტის ძალისხმევას მხარს სრულად უჭერს.
“ეს გადამწყვეტი მომენტია ქართველი ხალხისთვის“, - წერს ევროპარლამენტარი.
ეს გადამწყვეტი მომენტია ქართველი ხალხისთვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტს მისი ძალისხმევით, საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე“, - წერს იუკნევიჩიანე.
ცნობისთვის, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები ოპოზიციურ სპექტრს და სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ. ისინი შეხვედრას ასევე გამართავენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან.