კალაძე, როგორც პარტიის გენმდივანი, 5 ივლისის დარბევაზე პასუხისმგებელია - ნიკა მელია

03.09.21 22:32
კალაძე, როგორც პარტიის გენმდივანი, 5 ივლისის დარბევაზე პასუხისმგებელია - ნიკა მელია

,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სხვებთან ერთად თბილისის მერსა და ,,ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, აკისრებს.

ვინ იყო არქიტექტორი იმ  თუნდაც 5 ივლისის დარბევისა, თუ არა პარტიის გენერალური მდივანი. ეს არ არის მარტო ქალაქის მერი, პარტიის გენმდივანია. ეს ადამიანი ზუსტად ისევე პასუხისმგებელი იმ შიმშილზე, ძალადობაზე, განუკითხავობაზე, როგორიც არის ბატონი ივანიშვილი. რომ კითხოთ ამ ადამიანებს, ივანიშვილი უკვე წასულია სახლში. მაშინ ვინ არის პასუხისმგებელი, თუ ივანიშვილი სახლში წასულია. ამით ჩემი ლოგიკა ძლიერდება - განაცხადა ტვ პირველში, გადაცემა ,,პოლიტიკურ ამბებში" სტუმრობისას ნიკა მელიამ.