ჩემს გარშემო ისეთი ადამიანები იყვნენ, ვისაც მხოლოდ სიაში საკუთარი ადგილი აინტერესებდათ - ნიკა მელია

03.09.21 22:51
ჩემს გარშემო ისეთი ადამიანები იყვნენ, ვისაც მხოლოდ სიაში საკუთარი ადგილი აინტერესებდათ - ნიკა მელია

,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას, თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მისი თანამებრძოლების კრისტალიზაცია მოხდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში რაც დავინახე, იყვნენ ადამიანები ჩემს გარშემო, რომლებიც იმაზე მაგარი პატრიოტები არიან, ვიდრე მეგონენ და ვერ ვამჩნევდი, მაგრამ ისეთი ადამიანებიც ვნახე, რომლებსაც თურმე რომ ველაპარაკები, რომ სახელმწიფო არის ამ და ამ კონკრეტული საფრთხის წინაშე, მათ კონკრეტული ადგილი აინტერესებდათ საარჩევნო სიაში. მოხდა კრისტალიზაცია - განაცხადა ნიკა მელიამ ტვ პირველში, გადაცემა ,,პოლიტიკურ ამბებში" ,სტუმრობისას.