გახარიასა და კალაძის ამომრჩევლების მერიც მინდა, ვიყო - ნიკა მელია

03.09.21 23:06
გახარიასა და კალაძის ამომრჩევლების მერიც მინდა, ვიყო - ნიკა მელია

,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის განმარტებით, კვლევები არჩევნებში მის წარმატებას ადასტურებს. ნიკა მელია აცხადებს, რომ მას სურს, იყოს ყველა თანაქელაქელის მერი, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა.

მე მაქვს კვლევა ჩატარებული, პარტიას აქვს კვლევა ჩატარებული და ვიცი, რაზე ვსაუბრობ და მოვა ეს 2 ოქტომბერი. არა მარტო ,,ნაცმოძრაობის", არამედ ბევრი სხვა ამომრჩეველი მიჭერს მხარს...

ბატონ გახარიას ვინც მხარს დაუჭერს და კალაძეს, იმათი მერიც მინდა, ვიყო. ის ქალაქი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკა. ნამდვილად არ მინდა, ვიყო ადამიანი, რომელიც იქნება აღქმული პარტიულ მერად - განაცხადა ტვ პირველში სტუმრობისას ნიკა მელიამ.